logo
ENG



პაპუაშვილი: ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე

27 სექ 202613:47
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთისთვის რა ბოდიშის მოხდაზეა საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სასამართლო დავით დაამტკიცა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას, ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლების მიზანია ქვეყნის გამთლიანება, ერთადერთი გზა არის შერიგება და სინანული.

„როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო. შერიგება ასე ხდება. მეორე გზა არის მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამაის, ჩერგოლეიშვილს. მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა. ჩვენი პოლიტიკაა, მოვიშუშოთ იარები და გავიხედოთ წინ, ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა