logo
ENG



ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ იქნება

16 ივნ 202619:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/16/arjoit2pd9rk2wo.jpeg

UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ილია თოფურიას ორივე ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აქვს, თუმცა დაზიანებები გადაადგილების გარეშეა და ოპერაცია არ დასჭირდება.

ექიმების რეკომენდაციით, თოფურიას რამდენიმე თვე დასვენება და ეტაპობრივი რეაბილიტაცია სჭირდება, რის გამოც დიდი ალბათობით ის 2026 წელს აღარ იასპარეზებს და ოქტაგონზე მხოლოდ მომავალ წელს დაბრუნდება.

თავად თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო საშიში.“ მისი გუნდის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი კარგ განწყობაზეა და ჩემპიონობის დაბრუნებაზეა კონცენტრირებული.


close დახურვა