logo
ENG



EU-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

19 ივნ 202610:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/19/qebw5wjt2ri2g8r.jpg

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვის ნაცვლად 12 თვით გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს სხდომის შედეგების შემდეგ მიიღეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით დაიწყო და მისი წასვლის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებთან ერთად გაგრძელდა.

„უკრაინის საკითხზე დისკუსია დასრულდა. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივება გადაწყვიტეს“, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მარია ტომასიკმა ჟურნალისტებთან

 

close დახურვა