logo
ENG



დიღომში სატვირთო მანქანას რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დაეცა - მძღოლი დაიღუპა

21 ივნ 202613:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/21/dugnpuf1fxobr9s.png

თბილისში, დიდუბის რაიონში, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მისივე ავტომობილით გადაზიდული რკინა-ბეტონის კონსტრუქცია კაბინას დაეცა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილზე დატვირთული რკინა-ბეტონის კონსტრუქცია გადმოცვივდა და სატვირთოს კაბინას დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, რომლებმაც მძღოლის ავტომობილიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


close დახურვა