logo
ENG



გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტრამერი გადადგა

22 ივნ 202612:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/22/qeey72rzm4clh1g.png

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ბიბისის ცნობით, სტარმერმა ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, ლიდერის არჩევის პროცესის გრაფიკი შეიმუშაოს. კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება, ხოლო პროცესი ზაფხულის საპარლამენტო არდადეგებამდე დასრულდება.

ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის სექტემბერში მუშაობის განახლებამდე, პარტიას ახალი ლიდერი ეყოლება.

მანამდე კი, სტარმერის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.


close დახურვა