logo
ENG



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი 23 ივნისს აირჩევს

22 ივნ 202614:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/22/2owvsq9ewunwxlh.png

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი ხვალ, 23 ივნისს აირჩევს.

"კენჭისსაყრელ საკითხებში იქნება მაუწყებლობის სამეურნეო საბჭოს წევრების არჩევა. იცით, რომ სამი კვოტა იყო, ერთი უმრავლესობიდან და ორი ოპოზიციის. ოპოზიციის მხრიდან "ხალხის ძალამ" დაასახელა დავით ქართველიშვილი კანდიდატურად. ფრაქცია "საქართველოსთვის" დაასახელეს სამი კანდიდატურა: თეა გეგენავა, ელისო გაბადაძე და თეიმურაზ კეკელიძე. ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა გიორგი მურღულიას კანდიდატურა. გვექნება კენჭისყრა ამ კანდიდატებზე", - თქვა პაპუაშვილმა.


close დახურვა