logo
ENG



ქონების გადასახადზე არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

30 სექ 202614:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/w5azw9nft5nwtcz.png

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.

ცვლილებებით, ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის ერთიან 100 000-ლარიანი შემოსავლის ზღვარი დგინდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე გადაიხდიან.

ცვლილება გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ის დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.


close დახურვა