logo
ENG



სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის

24 ივნ 202617:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/24/uw78xyu10n9kdx5.png

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის. მედიკოსს პატიმარი პოლიტიკოსი დღეს უნდა მოენახულებინა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ შესაბამისი საბუთის მოწესრიგება დროულად ვერ უზრუნველყო.

პარტია „დროაში“ აცხადებენ, რომ ხოშტარიას აქვს ქრონიკული ტკივილები, რომელთა მართვაც ვერ ხერხდება, ხოლო სიღრმისეული მკურნალობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

თანაპარტიელები აღნიშნავენ, რომ არსებობს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების რისკი, რის გამოც ელენემ შესაძლოა, ეტლის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება ვეღარ შეძლოს.


close დახურვა