მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეი, დაკრძალვის ცერემონიაზე მიიწვიეს. ინფორმაციას ირანულ მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 9 ივლისს თეირანში ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეული არიან საქართველოს, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
ირანის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უცხო ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები პარასკევს თეირანში ჩავლენ, სადაც ირანელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
ამ დროისთვის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია, დაესწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას.
