მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიდის - ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია მედიას უდასტურებს.
შეგახსენებთ, ირანული მედიის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, დაკრძალვის ცერემონიაზე მიიწვიეს.
გავრცელებული ცნობით, 9 ივლისს თეირანში ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეული არიან საქართველოს, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
ირანის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უცხო ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები პარასკევს თეირანში ჩავლენ, სადაც ირანელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
