მოლდოვის პრემიერმინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ის განცხადებაში აცხადებს, რომ „თავისი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად, ვეღარ შეძლებს ამ მოვალეობის შესრულებას“.
ის თანამდებობას 1 წლის განმავლობაშიც კი არ იკავებდა. ექსპრემიერი არცერთი პარტიის წევრი არ იყო, ის 2025 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა პრემიერად მოლდოვის პარლამენტის პროევროპული უმრავლესობის მიერ.
გასულ კვირას, მოლდოვის ხელისუფლებამ საგადასახადო სისტემის მოდერნიზების გეგმები გააჟღერა, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება და დემონსტრაციები გამოიწვია.
მაია სანდუს თქმით, მომავალ კვირას ის შეხვედრას გამართავს საპარლამენტო ფრაქციებთან, სადაც განიხილავენ პრემიერმინისტრობის შესაძლო კანდიდატების ვინაობას.
ალექსანდრუ მუნტიანუს გადადგომას ოპოზიის მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა მოჰყვა.
