"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია პარტია "გახარია საქართველოსთვის" მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტში "ქართული ოცნებისა" და გახარიას პარტიის წევრებს შორის მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირების გამოძიებას ეხება.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს, რისი გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს.
"სენეგალში ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი, რა მნიშვნელობა აქვს, ფეხმძიმე ქალს დაესხა ქალს და არ ვიცი, ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები, პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ, ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე, თუ ბატონი ფარულავა წარმოადგენს ორსულობის ცნობას.
რაც შეეხება ამ ჟივილ-ხივილს და თემის აწევას, ყველაფერი ქნეს აბსოლუტურად, ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი, ზუსტად ის ჯგუფი რომელიც მოხვდა, ის დივიზია, ის ნარჩენი დივიზია. რეალურად, ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს.
თავიანთივე კვლევით, თავიანთივე გამოძიებით და პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ პრეცედენტი არ არსებობს. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში", - თქვამ კირცხალიამ.
26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "ქართული ოცნების" წევრები და "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატები.
