ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიწა ჩავარდა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ გამოაქვეყნა. თბილისის მერიის განმარტებით, შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე.
უხვი ნალექის გამო დედაქალაქის სხვა რაიონებშიც შეიქმნა პრობლემები. კერძოდ, წყალდიდობამ შეაფერხა მოძრაობა გლდანში, დიდ დიღომსა და აღმაშენებლის ხეივანში.
