logo
ENG



უნგრეთის საზმაუ: საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს, ბოდიში, რომ ამას წლები ვაკეთებდით

07 ივლ 202623:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/07/jrhg6e1c9dz210c.png

უნგრეთში, სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, საზოგადოებრივი ტელეარხის M1-ის მაუწყებლობა დროებით შეჩერდა. ეთერში საინფორმაციო გადაცემების ნაცვლად გამოჩნდა ტექსტური განცხადება, რომელშიც მაუწყებელი წლების განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ მედიის რეფორმირების პროცესი დაიწყო.

„საზოგადოებრივ მედიას არ უნდა იტყუებოდეს.
ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდით. საზოგადოებრივი მედია ახლა გარდაიქმნება, რათა მომავალში დამოუკიდებელი და სანდო იყოს. საინფორმაციო მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია. დარჩით ჩვენთან!“ - წერია ეკრანზე გამოქვეყნებული განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტექსტი M1-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვებების ნაცვლად გამოჩნდა. ამ ეტაპზე სხვა ოფიციალური განმარტება იმის შესახებ, თუ რა გახდა მაუწყებლობის შეჩერებისა და განცხადების გამოქვეყნების მიზეზი, არ გავრცელებულა.

 


close დახურვა