გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილის საბარგულიდან კაცი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, 40 წლის კაცი საბარგულში იჯდა, რა დროსაც საბარგულის ნაწილიდან ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
