ირანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს დილით საპორტო ქალაქი ბუშერი დაიბომბა.
სააგენტო „მეჰრი“ იუწყება, რომ სამხრეთ-დასავლეთ ირანში მდებარე ქალაქ ბუშერსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
ბუშერის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკულმა ჭურვებმა ორი სამხედრო შტაბი დააზიანა.
ოფიციალური პირები მსხვერპლის შესახებ არ საუბრობენ.
ასევე გავრცელდა ცნობები ირანის სანაპიროსთან მდებარე ნავთობტერმინალზე, კუნძულ ხარგზე, თავდასხმის შესახებ.
საპასუხოდ, ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ მიზანში ამოიღეს აშშ-ის სამხედრო ობიექტები ბაჰრეინსა და ქუვეითში.
„ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე მომხდარ თავდასხმაზე.“
