logo
ENG



ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტი სამხარაძეს: ადგილების დატოვება ცუდი ვარიანტია - აქაც იმავეს აკეთებთ

08 ივლ 202613:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/08/kczx5ten6ixn1oz.png

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

„როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, - მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სამხარაძეს.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


close დახურვა