logo
ENG



კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვ 202612:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/22/kvxi6hrqmcd81dm.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს - ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - ნათქავმია ინფორმაციაში.

 


close დახურვა