logo
ENG



თბილისში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10 ივლ 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/10/87a3nsefcuuxp5d.jpg

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი თბილისის პოლიციის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა არასრულწლოვანს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სამართალდამცველებმა კი დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა