logo
ENG



Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა

11 ივლ 202612:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/q909isexfqel2fc.png

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს რომ, რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებს. ცნობისთვის, 10 ივლისს უკრაინამ აზოვის ზღვაში 13 რუსულ გემზე მიიტანა შეტევა, მათ შორის 10 ტანკერზე.

გამოცემა წერს რომ, ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - რუსეთის - ხორბლის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი სწორედ აზოვის ზღვის გავლით ხორციელდება.

ანალიტიკოსების პოზიციით, უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური მარცვლეულით ვაჭრობისთვის რისკებს შექმნის. 


close დახურვა