logo
ENG



უკრაინულმა დრონებმა თათრეთის რესპუბლიკას დაარტყეს - იწვის რუსეთის ნავთობქიმიური ქარხანა

10 აგვ 202612:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/10/h3hhjwcvx27owei.png

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკზე იერიში მიიტანეს.

უკრაინული ტელეგრამ არხების ცნობით, დრონებმა ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ნიჟნეკამსკში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსია განთავსებული.

თათრეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნიჟნეკამსკზე დრონებით შეტევა მიმდინარეობდა. მათი განცხადებით, იერიშის სამიზნე საწარმოო და სამოქალაქო ობიექტები გახდა, რის შედეგაცაც 12 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. 

 


close დახურვა