შსს-ს ინფორმაციით, თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კილონახევრამდე წონის ნარკოტიკული საშუალებები „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
