logo
ENG



უკრაინამ რუსეთის კიდევ 21 ტანკერზე იერიში მიიტანა

11 ივლ 202614:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/r99nhbd7pts5iwf.png

უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს რომ, 11 ივლისს, ღამით უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში მცურავ გემებს დაარტყეს, მათ შორის დაფიქსირდა რუსეთის 21 ტანკერზე ზუსტი დარტყმა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ტანკერები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, რაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაფინანსების მიზნით შემოსავლების მიღებას უზრუნველყოფს.

გენშტაბის ცნობით, ასევე დაზიანდა ოთხი ბუქსირი, ორი მშრალი ტვირთმზიდი გემი და ერთი მიწისმთხრელი, რომლებსაც, მათი თქმით, რუსული მხარე სამხედრო ლოგისტიკის, ტვირთების გადაზიდვისა და საპორტო ინფრასტრუქტურის საქმიანობის მხარდასაჭერად იყენებდა.

 


close დახურვა