logo
ENG



ზელენსკი: სწრაფად უნდა გადავიდეთ ევროპის ერთობლივ ანტიბალისტიკური თავდაცვის პროექტზე

11 ივლ 202618:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/8n9i58k4ktbqajt.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. ზელენსკის თქმით, რაკეტების განეიტრალება შეძლეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა ნატოს სამიტზე მიღებულ ვალდებულებების დროული განხორციელება - უკრაინას შეთანხმებული სამხედრო დახმარების პაკეტები დროულად მიაწოდონ.

"ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 120-ზე მეტი დრონი და 12 რაკეტა გაუშვა, რომელთა ნახევარი ბალისტიკური იყო.

ჩვენმა დამცველებმა სამიზნეების უმეტესობის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა.

ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები შეასრულებენ ნატოს სამიტზე მიღებულ ვალდებულებებს და შეთანხმებულ სამხედრო დახმარების პაკეტებს დროულად მოგვაწვდიან, რათა ჩვენი მოსახლეობის დაცვა გაძლიერდეს.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ Patriot-ის სისტემების ლიცენზირების შეთანხმებებსა და ევროპის ერთობლივი ანტიბალისტიკური თავდაცვის პროექტის განხორციელებაზე.

ამ ეტაპზე ჩვენი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ მიზნის მიღწევაა", - დაწერა ზელენსკიმ.


close დახურვა