logo
ENG



უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე მორიგი შეტევა მიიტანეს

13 ივლ 202610:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/g434gd2idamp3j3.png

13 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთზე, მათ შორის მოსკოვზე. დარტყმის სამიზნეებს შორის იყო ნავთობის საცავი სტავროპოლის მხარეშიც.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ისტრაში, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ხუთ კერძო სახლს ხანძარი გაუჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში დრონი მრავალსართულიან შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შენობის კედელი და ფანჯრები დაზიანდა. ორი სახლი დაზიანდა სოფელ ბაბკინოშიც.


close დახურვა