logo
ENG



კობახიძე: დიფ სთეითი სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობს საქართველოზე ზეწოლას

13 ივლ 202613:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/uquu2r8llxso8u6.png

"ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დიფ სთეითსა და მის გავლენებზე ისაუბრა. კობახიძის აზრით, "ქართული ოცნების" პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, სადაც დიფ სთეითი იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც არსენალში აქვს.

"იოლად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება "დიპ სტეიტის" მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა, ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოეგო დიფ სთეითის მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.

სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც "დიპ სტეიტს" აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს...

ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა "დიპ სტეიტს" ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

თუმცა ვიდრე "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე, სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული", - თქვა კობახიძემ. 

 


close დახურვა