აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩება და აშშ მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ვაშინგტონი აღადგენს ე.წ. „ირანის ბლოკადას“, რომელიც, როგორც თავად განმარტავს, მხოლოდ ირანულ გემებსა და მათ მომხმარებლებს შეეხება.
„ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღიად დარჩება, ირანთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ აღვადგენთ „ირანის ბლოკადას“, რომელსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ის მხოლოდ ირანულ გემებს ან მათ მომხმარებლებს შეუშლის ხელს სრუტეში შესვლასა და გამოსვლაში. ყველა სხვა ქვეყანა სრუტით სამართლიანად და თავისუფლად ისარგებლებს. ამ მომენტიდან აშშ ცნობილი იქნება, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“. ამასთან, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფისთვის გაწეული ყველა ხარჯის ასანაზღაურებლად, გადაზიდული ყველა ტვირთის ღირებულებიდან 20%-ს მიიღებს. ამ პროცესის განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყება. მადლობა ყურადღებისთვის!“ - წერს ტრამპი.
