logo
ENG



ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

26 აგვ 202609:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/26/5kpprf0s9d9sz1e.png

რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ TASS რეგიონზე დაყრდნობით წერს.

ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის ინფორმაციით, ხანძრის ფართობმა 40 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.

მისივე ცნობით, განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ ლოგისტიკური ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა Wildberries-ის ერთი თანამშრომელი, რომელმაც აფეთქების ტალღის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.

შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


close დახურვა