logo
ENG



მურთაზ ზოდელავა ციხიდან კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს

17 ივლ 202615:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/17/eq3y70kd57kk403.png

მურთაზ ზოდელავა საპატიმროდან კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს. მას გამოკვლევები უტარდება.

თავდაპირველად, ეს ინფორმაცია Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა და დაწერა, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა.

გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს", - წერდა მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით, კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ მურთაზ ზოდელავა უკვე მეოთხე დღეა რაც კლინიკაშია და აღნიშნა, რომ "ინსულტი არ დადასტურებულა".


close დახურვა