logo
ENG



ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

18 ივლ 202611:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/18/r8ne6luzni4datw.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 84 კაფსულა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა