logo
ENG



ლარაკზე აშშ-ის იერიშის საპასუხოდ ირანმა იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე დარტყმა მიიტანა

31 აგვ 202611:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/31/q0xmptks1qglngq.jpeg

იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოსული რვა რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას იორდანიის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

სამხედრო უწყების განცხადებით, რაკეტებმა იორდანიის საჰაერო სივრცის საზღვარი გადაკვეთეს, რის შემდეგაც მათი განადგურება საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი.

იორდანიის განცხადებას წინ უძღოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიის განცხადება, რომლის თანახმადაც ირანმა იორდანიის ტერიტორიაზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ირანული მხარე თავდასხმას კუნძულ ლარაკზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას უკავშირებს.

ირანული მედიის ცნობით, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების შედეგად დაზიანდა ან განადგურდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტექნიკური მომსახურების ობიექტები და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ადგილები.

თავდასხმების მასშტაბისა და შედეგების შესახებ ირანულ მხარეს დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია. მანამდე იორდანიაში რამდენიმე აფეთქების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

 


close დახურვა