logo
ENG



მედია: რუსეთის დედაქალაქს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება - "გიგანტური" ღრუბელი მოსკოვისკენ მიემართება

18 ივლ 202614:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/18/fve9amt91hmkrvg.png

მედიის ცნობით, რუსეთის დედაქალაქს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება - რადგან, მასშტაბური ხანძრების შედეგად წარმოქმნილი "გიგანტური" ღრუბელი მოსკოვისკენ მიემართება.  

"უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის მუშაობის წყალობით, გიზგიზებს Wildberries-ის გიგანტური, 188 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის საცავი, შავი ბოლი კი კილომეტრებზე ჩანს", -  წერია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების პირველ ცალკეული ცენტრის განცხადებაში.

უკრაინელებმა  Wildberries-ის საწყობს ტამბოვის ოლქში 18 ივლისის ღამე დაარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. მედიის ცნობით, ნგრევის მიზეზი რიგ შემთხვევბში რუსული საჰაერო თავდაცვის მუშაობაც გახდა, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ეცემა ოკუპანტების მიერ გასროლილი ჭურვები სამოქალაქო ობიექტებს. 

მედიის ინფორმაციით, ასევე ამ დრომდე იწვის ნოგინსკის ნავთობბაზის ტერიტორია,  რომელზეც ღამით უკრაინამ დრონებით იერიშები მიიტანა. კვამლი რეგიონის დასახლებებში უკვე   გავრცელდა. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

მასშტაბური საჰაერო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინამ ღამით დაიწყო. ოფიციალური ცნობით, მხოლოდ მოსკოვის რეგიონზე დარტყმა 50-ზე მეტი დრონით განხორციელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ლოჯისტიკურ ცენტრებზე დარტყმები და განაცხადა, რომ ისინი რუსული დრონების კომპონენტების მიწოდებისთვის გამოიყენებოდა.

 

 


close დახურვა