logo
ENG



ალექსანდრ სირსკი: უკრაინა აგრძელებს მტრის არმიის ინფრასტრუქტურის განადგურებას

18 ივლ 202614:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/18/8wr8t2n4cc8dtww.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი, 18 ივლისის ღამეს მოსკოვის ოლქზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა. სირსკის თქმით, მტრის არმიის ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განადგურება გაგრძელდება. 

"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის არმიის ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სისტემატურ განადგურებას.

დღეს სამიზნე გახდა მოსკოვისა და ტამბოვის ოლქები.

დიდება უკრაინას! 

გაგრძელება იქნება", - წერს სირსკი.

უკრაინის სამხედროებმა 18 ივლისის ღამეს მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა მიიტანეს. ოფიციალური ცნობით, რეგიონზე დარტყმა 50-ზე მეტი დრონით განხორციელდა – ხანძარი გაჩნდა ნოგინსკის ნავთობბაზაზე, ქალაქ ელექტროსტალში კი Wildberries-ის უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში.


close დახურვა