აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა 18 ივლისს, აღმოსავლეთის დროით 23:30 საათზე, ირანზე ზედიზედ მერვე ღამის საჰაერო იერიშები განახორციელეს.
CENTCOM-ის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში დარტყმები მიიტანეს ირანის სამხედრო სანაპირო სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, ასევე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საცავებზე. უწყების განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტება იყო.
ამასთან, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა სამიზნედ ამოიღეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ძალებიც, რომლებიც, CENTCOM-ის ცნობით, 17 ივლისს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს. უწყების განცხადებით, ისინი რეგიონში მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან.
