რუსეთის სტავროპოლის მხარეში, მიხაილოვსკში მდებარე ნავთობბაზას დრონებით შეუტიეს, რის შემდეგაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს აღნიშნულ ნავთობბაზაზე განხორციელებული უკვე მესამე შეტევაა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ღამის შეტევის შემდეგ სტავროპოლის თავზე კვამლის სქელი სვეტი ადის.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვმა, დაადასტურა დრონებით თავდასხმის ფაქტი. მისი თქმით, შპაკოვსკის ოლქის სოფელ ვიაზნიკის სამრეწველო ზონაში ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა.
გუბერნატორის განცხადებით, შემთხვევის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში უკრაინულმა ძალებმა სტავროპოლისა და ტვერის ოლქებში მდებარე ნავთობბაზებზე შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განახორციელეს.
