logo
ENG



სააგენტო: 21 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა

20 ივლ 202623:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/20/n8sffhlj3g94yev.png

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს, საფრთხის დონე საშუალო.


close დახურვა