ფორმულას ინფორმაციით, ვერაზე დაჭრილებს შორის 17 და 18 წლის ბიჭები არიან, ასევე, დაჭრილია სავარაუდოდ გამვლელი ქალი - მას ბრმა ტყვია მოხვდა.
ვერაზე, შანიძისა და ხორავას ქუჩის კვეთაზე სროლა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა.
ამ ეტაპზე ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. მასალა მიღებისთანავე განახლდება.
