logo
ENG

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

16 სექ 202109:56
3 წუთის საკითხავი
clock 23945

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. 

ფორმულას ინფორმაციით, კვარაცხელია გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ერთი პირი უკან აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. თავდამსხმელმა მისი მისამართით, სავარაუდოდ, 9-ჯერ გაისროლა.  

close დახურვა