logo
ENG



შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავა

23 ივლ 202611:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/23/4c2c22sx0ga864o.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი ძალადობის მუხლით დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. 

სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა. 

მომხდარის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. 


close დახურვა