ოდესაში დააკავეს პირი, რომელიც იერიშებისას რაკეტებისა და დრონების მიმართულებას კოორდინაციას უწევდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილის პრიორიტეტულ ამოცანებს შორის იყო საწვავგასამართი სადგურების, სატვირთო მატარებლების დისლოკაციის ადგილებისა და საწვავმზიდების კოორდინატების მოძიება და გადაცემა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანამშრომლებმა დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავეს, როდესაც ის სამხედრო საწვავმზიდზე GPS-ტრეკერს ამონტაჟებდა, რათა მასზე მტრის დარტყმა დაეკორექტირებინა- ინფორმაცია ვრცელდება უკრაინულ ტელეგრამ არხებზე.
