logo
ENG



სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

06 სექ 202615:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/06/0e2zq76yodvld0y.png

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში ჩავიდნენ. მათი ვიზიტი ვაშინგტონის სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში იმართება.

უკრაინული მედიის, Kyiv Independent-ის წყაროზე დაყრდნობით, წარმომადგენლები უკრაინაში 6 სექტემბერს ჩავიდნენ. ეს მათი პირველი ვიზიტია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებში ჩაერთნენ.

ვიზიტამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამ საათზე მეტხანს ისაუბრეს. მხარეებმა შეხვედრას „შინაარსიანი“ უწოდეს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევში ომის დასრულების შესახებ წინადადებას ჩაიტანენ.


close დახურვა