logo
ENG



გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე:ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კამპანია

30 ოქტ 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
18qw3afy13viswk.jpg

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესები ხელისუფლების მიერ იყოს მართული.

ჩემთვის ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კამპანია. მისი მიზანი საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვა და საზოგადოებიდან მისი განდევნაა“, - განაცხადა ანდრიაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ირგვლივ ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე იაკობმა, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპისი იყო, განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მასთან პატრიარქის გადაყენების საკითხს განიხილავდნენ.

მისი თქმით, პრიემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.

 

 


close დახურვა