მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას საქმის პროკურორმა დაუდასტურა.
TV პირველი აქვეყნებს ადვოკატის მიერ გადაღებულ მასალას, სადაც ჩანს, რომ ნია იმნაძის სახლში პოლიცაა შესული.
კადრებში ისმის პოლიციელის სიტყვები, რომლის თანახმადაც, ნია იმნაძეს "მოსამართლის განჩინების საფუძველზე აკავებენ".
ფორმულას გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განუცხადა, რომ ნ.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს "ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით" (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის ლ ქვეპუნქტი).
