logo
ENG



აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

06 აგვ 202614:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/06/vsautjp5e56cg2h.jpeg

actual.ge-ის ცნობით აზერბაიჯანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) შეფერხებაა — მძღოლები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საბაჟო პუნქტებზე არიან შეჩერებული და გადაადგილების ნებართვას ელოდებიან.

პრობლემები ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისის საბაჟო გაფორმების ცენტრში შეიქმნა. მძღოლების თქმით, პასუხისმგებელ პირებს მათთვის შეჩერების მიზეზები ან დამატებითი დოკუმენტაციის საჭიროება არ განუმარტავთ. ისინი საბაჟოს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზეც მიუთითებენ.

აზერბაიჯანის საელჩოში აცხადებენ, რომ საკითხი კონტროლზეა აყვანილი და შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად განხილვები საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მიმდინარეობს.


close დახურვა