პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც ბელარუსის 25 წლის მოქალაქეზე თავდასხმა, მის გაძარცვა და გატაცების მცდელობა ედებათ ბრალად. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს.
შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა. დაზარალებულს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის ბანკომატში თანხას დებდა. თავდამსხმელებმა ახალგაზრდა კაცი მიწაზე დააგდეს, სასტიკად სცემეს და მისი ავტომობილში ძალით ჩასმა სცადეს.
თავდასხმის შედეგად ბელარუსის მოქალაქემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელებმა მას მობილური ტელეფონი და საფულე წაართვეს, სადაც რამდენიმე ათასი ზლოტი იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
