კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, ის სტიქიის ზონას ეწვევა.
ცნობისთვის, კოლუმბიაში, ჩოკოს რეგიონში დამანგრეველი, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები.
