რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, რეგიონს ღამით „რამდენიმე ასეული“ უკრაინული დრონი დაესხა თავს.
მისი ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ნოვოროსიისკი, ანაპა, გელენჯიკი და თემრიუკის რაიონი იყო. კონდრატიევი აცხადებს, რომ დრონების ნამსხვრევები ოთხ საწარმოს დაეცა.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ნოვოროსიისკში ხანძარი გაჩნდა პორტში, ნავთობის ტერმინალსა და სამხედრო ნავსადგურში. ხანძრების შესახებ ინფორმაციას NASA-ს FIRMS-ის სატელიტური მონაცემებიც ადასტურებს.
ნოვოროსიისკსა და გელენჯიკში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ცაში შავი კვამლის სვეტები ჩანს.
დაზიანებებისა და მსხვერპლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
