პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების რაკეტების მორიგი პარტიის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღება და ის უპირველეს ყოვლისა პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეფასდება.
„ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის პოლონეთის უსაფრთხოების კონტექსტში უნდა იქნას მიღებული“, — აღნიშნა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ.
მხარდაჭერის ეს ნაბიჯი მიმდინარე წელს პირველი არ იქნება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, გაზაფხულზე ვარშავამ კიევს Patriot-ის ხუთი რაკეტა უკვე გადასცა.
