logo
ENG



ლონდონის პასუხი მოსკოვს: ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს

18 აგვ 202616:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/18/dbrnd9ok4xl5hd5.png

დიდი ბრიტანეთი უკრაინის 100%-ით მხარდაჭერას გააგრძელებს — ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ლონდონში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მოსკოვი გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო მოსალოდნელი შედეგებით დაემუქრა.

ენდი ბერნემის თქმით, დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ უკანონო ომში უკრაინას 100%-ით უჭერს მხარს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონის მიზანია დაეხმაროს უკრაინას საკუთარი ტერიტორიის დაცვაში, რაც კონფლიქტის განმავლობაში როგორც წინა პრემიერ-მინისტრების, ისე მოქმედი მთავრობის უცვლელი პოზიციაა.


close დახურვა