ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტის რუკის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ტრამპი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მცდარ შეხედულებას არ შეიცვლის, ამას ირანი გააკეთებს.
„როგორც ტრამპმა სწორად დაწერა მარადიული სპარსეთის ყურის სახელწოდება, მალე ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მისი ბოდვა ან გასწორდება, ან ჩვენ გავასწორებთ ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას“, — დაწერა ღარიბაბადმა სოციალურ ქსელში.
ირანული მხარის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ჰორმუზის სრუტის რუკას, რომელსაც თან ახლდა წარწერა: „აშშ-ის ახალი ტერიტორია“. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადების შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე განცხადება გააკეთა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას კი აღნიშნულ ინიციატივას „შესანიშნავი იდეა“ უწოდა.
